ვოლოდიმირ ზელენსკი - ბევრმა დაინახა, რომ რუსეთის ომის სისტემას აქვს სისუსტეები
ბევრმა დაინახა, რომ რუსეთის ომის სისტემას აქვს სისუსტეები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
„ბოლო კვირების განმავლობაში უკვე ბევრმა დაინახა, რომ რუსეთის ომის სისტემას აქვს სისუსტეები და ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი იარაღით მივაღწიოთ ამ სისუსტეებამდე. იგრძნობა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ძლიერდება. მადლობას ვუხდი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ყველას, ვინც მუშაობს უკრაინის გაძლიერებისთვის, რადგან ეს არის მართლაც უკრაინული შორი დისტანციური შესაძლებლობები – რისი გაკეთებაც საკუთარ თვითმფრინავებს შეუძლიათ. უკრაინას ახლა ყოველთვის ექნება თავისი დამრტყმელი ძალა ცაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ოდესაზე თავდასხმის გამო, რომლის დროსაც 21 ადამიანი დაიღუპა, „რუსეთი აუცილებლად მიიღებს პასუხს წმინდა სამხედრო თვალსაზრისით“.