ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემთხვევაში, მასთან მუშაობა შრომატევადი იქნება, მაგრამ ჩვენ შრომისმოყვარეები ვართ
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემთხვევაში, მასთან მუშაობა შრომატევადი იქნება, მაგრამ ჩვენ შრომისმოყვარეები ვართ

აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემთხვევაში მასთან მუშაობა შრომატევადი იქნება, მაგრამ ჩვენ შრომისმოყვარეები ვართ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბიბისთან“ ნტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მზად არის, იმუშაოს ნებისმიერთან, ვინც აშშ-ის ხელისუფლებაში იმყოფება.

„მსოფლიოში თუ მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია, შეაჩეროს ომი 24 საათის განმავლობაში და ეს ადამიანი დონალდ ტრამპია, საკითხავია, რა იქნება ამის საფასური“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს კითხვა დაუსვა ტრამპის მიერ ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული ჯეიმს დევიდ ვენსის გაცხადებაზე, სადაც ვენსმა თქვა, რომ მას არ აინტერესებს, რა მოუვა უკრაინას.

„შეიძლება, მას ნამდვილად არ ესმის, რა ხდება უკრაინაში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ვითარებაზე. მისი თქმით, უკრაინას ჯერ არ მიუღია დასავლელი ლიდერების მიერ ზაფხულის განმავლობაში დაპირებული საბრძოლო თვითმფრინავები – F16-ები. ზელენსკის განცხადებით, თვითმფრინავები აუცილებელია ქვეყნის დასაცავად.

„18 თვე გავიდა და თვითმფრინავები ჩვენამდე არ მოსულან“, – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ მადლობელია იმისთვის, რაც უკრაინას გადაეცა.