ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ ამზადებს 800 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს, რომელიც უკრაინაში დრონების წარმოების დაფინანსებისთვის იქნება გამოყენებული
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ ამზადებს 800 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს, რომელიც უკრაინაში დრონების წარმოების დაფინანსებისთვის იქნება გამოყენებული

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ ამზადებს 800 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს, რომელიც უკრაინაში დრონების წარმოების დაფინანსებისთვის იქნება გამოყენებული. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მზადდება კიდევ ერთი ცალკეული პაკეტი – 800 მილიონი დოლარი უკრაინული დრონების წარმოების დასაფინანსებლად. უკრაინა მადლიერია ამ მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვჭირდება, რომ, მსოფლიოში ნებისმიერი პოლიტიკური საფრთხის მიუხედავად, უკრაინამ შეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა”, – აღნიშნა მან.

ზელენსკი ასევე შეეხო აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრას. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ოსტინთან განიხილა უკრაინის „გამარჯვების გეგმის“ კონკრეტული ნაბიჯები.