ვოლოდიმირ ზელენსკი - არასოდეს დავიღლებით გამეორებით, რომ უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვა სჭირდება, მსოფლიოში ყველამ, ვინც პატივს ვცემთ და ვიცავთ სიცოცხლეს, უნდა შევაჩეროთ ეს ტერორი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე ბალისტიკურ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდებათ.
„ჩვენ არასოდეს დავიღლებით იმის გამეორებით, რომ უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვა სჭირდება. ეს არის ჩვენი ქალაქების უსაფრთხოებისა და ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენისთვის. მსოფლიოში ყველამ, ვინც პატივს ვცემთ და ვიცავთ სიცოცხლეს, უნდა შევაჩეროთ ეს ტერორი“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც. მოგვიანებით უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსხვერპლთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა.