ვოლოდიმირ ზელენსკი - ახლა პუტინთან დიალოგი უშინაარსოა, რადგან მას არ სურს ომის დიპლომატიური გზით დასრულება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ახლა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დიალოგს აზრი არ აქვს.
როგორც ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რუსეთის ლიდერს არ სურს უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის დიპლომატიური გზით დასრულება.
„დღეს პუტინთან არა მხოლოდ კომპრომისები, არამედ დიალოგიც კი ცარიელი და უშინაარსოა, რადგან მას არ სურს ომის დიპლომატიური გზით დასრულება. პუტინი თითქოს მზად არის დიპლომატიისთვის, მაგრამ ამავდროულად სურს, რომ ჩვენი მიწის 30% მივცეთ. ვფიქრობ, ამ თამაშში აყოლა არ შეიძლება“, – განაცხადა ზელენსკიმ.