ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ აშშ-მა უკრაინას რუსეთზე დარტყმების განხორციელების ნებართვა მისცა
ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ აშშ-მა უკრაინას რუსეთზე დარტყმების განხორციელების ნებართვა მისცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რუსეთზე დარტყმების განხორციელების ნებართვა მისცა.

ამის შესახებ მან სტოკჰოლმში პრესკონფერენციაზე შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩემმა სამხედროებმა დილით მაცნობეს, რომ ასეთი შეტყობინება ამერიკული მხარისგან მიიღეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეტყობინების შესახებ დეტალურად ვერ ისაუბრებს, რადგან უნდა დაინახოს „პრაქტიკაში რა მოხდება“.

„ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი იმ მიზნისკენ, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ, რათა შესაძლებელი გახდეს ჩვენი ხალხის დაცვა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.