ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინულ არმიას შეუძლია გაოცება და ბრძოლის ველზე შედეგების მიღწევა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის არმიას გაოცება შეუძლია.
ამის შესახებ მან სამხედროებისთვის განკუთვნილი მობილური აპლიკაციის პრეზენტაციისას თქვა.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინის არმიას შეუძლია გაოცება და შედეგების მიღწევა.
„ყველა ხედავს, რომ უკრაინულ არმიას გაოცება შეუძლია, იცის, როგორც მიაღწიოს შედეგებს. ამის დემონსტრირებას ახდენს ბრძოლის ველი, სადაც ჩვენმა მეომრებმა არა მხოლოდ გაუძლეს ოკუპანტის ძალას, არამედ ანადგურებენ მას, ისე როგორც ეს საჭიროა უკრაინის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის და დამოუკიდებლობის დასაცავად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც „როიტერი“ წერს, ზელენსკიმ ეს განცხადება კურსკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე გააკეთა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში კურსკში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.