ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება საუკეთესო გარანტიაა პორტების განაღმვისთვის
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება საუკეთესო გარანტიაა პორტების განაღმვისთვის, რომლებითაც უკრაინული საკვები პროდუქტების ექსპორტი უნდა განხორციელდეს.
უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„იარაღი, რომლის განთავსებას რეგიონში შევძლებთ. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და მივიღებთ გემსაწინააღმდეგო სისტემებს. ეს არ არის მუქარა, ეს იქნება საუკეთესო გარანტიები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ თურქეთი შესაძლოა, იყოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინის პორტების დებლოკადაში მონაწილეობენ.
„ჩვენ მზად ვართ მარცვლეულის გასატანად და ვამსხვრევთ რუსეთის რიტორიკას, რომ არ გვინდა გატანა და სასურსათო კრიზისის პროვოცირებას ვახდენთ. ჩვენ მზად ვართ, მაგრამ გვჭირდება უსაფრთხოების დერეფანი“, – განაცხადა ზელენსკიმ.