ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას შეუძლია, ყოველწლიურად ოთხი მილიონი დრონი აწარმოოს
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას შეუძლია, ყოველწლიურად ოთხი მილიონი დრონი აწარმოოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას შეუძლია, ყოველწლიურად ოთხი მილიონი დრონი აწარმოოს. თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას ზელენსკიმ უკრაინაში შეიარაღების წარმოების ზრდაზე ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ აწარმოა 25-ჯერ მეტი საბრძოლო მასალა არტილერიისთვის და ნაღმმტყორცნებისთვის, ვიდრე მთელი 2022 წლის განმავლობაში.

„მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უკრაინაში იწარმოა 25-ჯერ მეტი საბრძოლო მასალა არტილერიისა და ნაღმმტყორცნებისთვის, ვიდრე მთელი 2022 წლის განმავლობაში. დრონების საერთო რაოდენობა, რომელიც ამჟამად უკრაინაში ყოველწლიურად შეგვიძლია, ვაწარმოოთ, ოთხ მილიონს შეადგენს და 1,5 მილიონზე უკვე კონტრაქტებია გაფორმებული. უკვე ვიყენებთ უკრაინული იარაღის აბსოლუტურად ახალ კლასს – შორ მანძილზე მოქმედ რაკეტა-დრონს, „პოლიანიცას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.