ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას რუსეთისგან შეთანხმების დოკუმენტის პროექტი არ მიუღია
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას რუსეთისგან შეთანხმების დოკუმენტის პროექტი არ მიუღია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას რუსეთისგან შეთანხმების დოკუმენტის პროექტი არ მიუღია. ამის შესახებ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„მე არაფერი გამიგია მასთან დაკავშირებით და არაფერი მინახავს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთვის არაფერი გადმოუციათ. ისინი ამბობენ, რომ ბურთი ჩვენს მოედანზეა. მშვიდობიან დროს მე ცუდად არ ვთამაშობდი ფეხბურთს. იქ არის ასეთი წესები: საჭიროა, რომ იყოს ორი გუნდი და იყოს ბურთი. მე მეჩვენება, რომ ბატონი პესკოვი თავის თავს ეთამაშება ფეხბურთს. ჩვენ აუცილებლად ვაჩვენებთ, როგორ ვურტყამთ კარში, როგორც კი ჩვენ მოგვცემენ ბურთს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.