ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა საჭირო დახმარების მისაღებად პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ მუშაობას განაგრძობს
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა საჭირო დახმარების მისაღებად პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ მუშაობას განაგრძობს

ბრძოლები სასტიკია, მაგრამ წინ მივდივართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მტრის დანაკარგები არის ზუსტად ის, რაც ჩვენ გვჭირდება, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას.

მისივე თქმით, უკრაინა განაგრძობს პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ მუშაობას საჭირო დახმარების მისაღებად.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საჭირო იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე. გავმართე რამდენიმე შეხვედრა ჩვენი საერთაშორისო საქმიანობის თაობაზე. ეს კვირა, როგორც ყოველთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. პირველ რიგში, ვემზადებით ჩვენი პარნტიორებისგან ახალი მხარდაჭერისთვის ჩვენი მეომრებისთვის საჭირო იარაღით; მეორე, ვემზადებით მეტი გლობალური პირის ჩართვისთვის სამშვიდობო ფორმულის განსახორციელებლად; მესამე, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ვილნიუსის სამიტი მართლაც მნიშვნელოვანი იყოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.