ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა პარტნიორებთან ერთად თავდაცვის ახალ პაკეტებზე მუშაობს
უკრაინა პარტნიორებთან ერთად თავდაცვის ახალ პაკეტებზე მუშაობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა.
„მეტი საჰაერო უსაფრთხოება ჩვენი ცისთვის, მეტი შესაძლებლობა ჩვენი თავდაცვისა და სახმელეთო გადაადგილებისთვის. დღეს რამდენიმე შეხვედრა გავმართე, სადაც განვიხილეთ ეს ყველაფერი. უახლოეს მომავალში ველით შესაბამის ნაბიჯებს ჩვენი პარტნიორებისგან. ერთი წუთითაც არ დაგვავიწყდეს, რომ ოკუპანტი ჩვენს მიწაზე ყოფნის ყოველი დღის შემდეგ ფიქრობს, რომ წარმატებას მიაღწევს. ეს ასე არ არის. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ თავისუფლება და ამას გავაკეთებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პარტნიორ ქვეყნებს და მათ ლიდერებს, ვინც ეხმარება უკრაინას თავდაცვის გაძლიერებაში.