ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ომში გამარჯვების დეტალურ გეგმას ჯო ბაიდენს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს წარუდგენს
უკრაინა ომში გამარჯვების დეტალურ გეგმას ჯო ბაიდენს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს წარუდგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ამ გეგმის შესახებ უკვე ისაუბრა იტალიაში აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრისას.
„გეგმის ყველა ნაბიჯს სრულად წარვუდგენთ აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს და ორივე საპრეზიდენტო კანდიდატს, ტრამპსა და ჰარისს. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია შემოდგომის დასაწყისში უკრაინის პოზიციების გამყარება – ჩვენი ქალაქების დაცვა რუსული ტერორისგან და მეტი შესაძლებლობა ფრონტზე ჩვენი მეომრებისთვის“, – ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კიევი აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან საუბრის შედეგებზე დიდ იმედებს ამყარებს.