ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ტრამპის არჩევამ შესაძლოა, „ძალიან ძლიერად“ იმოქმედოს უკრაინის ომზე
ტრამპის არჩევამ შესაძლოა, „ძალიან ძლიერად“ იმოქმედოს უკრაინის ომზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, თუ დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად აირჩევენ, „მას აუცილებლად განსხვავებული პოლიტიკა ექნება“.
„მომავალი პრეზიდენტის პოლიტიკა, ვინც არ უნდა იყოს ის, თუ იქნება განსხვავებული უკრაინის მიმართ, უფრო ცივი, ანუ პრიორიტეტი ექნება საშინაო პოლიტიკაზე, უფრო ეკონომიური, მაშინ ვფიქრობ, ამ სიგნალებს უკრაინის ომის მიმდინარეობაზე დიდი გავლენა ექნება. თუ ერთი მძლავრი ნაწილი ამოვარდება, მექანიზმი იწყებს ნგრევას და, შესაბამისად, თუ მივცემთ შესაძლებლობას ამ დახმარების ლიდერებს, ამოვარდნენ დახმარების პლატფორმიდან, ეს აუცილებლად იმოქმედებს დახმარებაზე და არა პოზიტიურად“, – განაცხადა ზელენსკიმ.