ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სამხედრო შეიარაღებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით საფრანგეთის უარის მიზეზი, რუსეთის მიმართ შიშია
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სამხედრო შეიარაღებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით საფრანგეთის უარის მიზეზი, რუსეთის მიმართ შიშია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოცემა „ეკონომისტთან“ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს აკრიტიკებს. ზელენსკის თქმით, სამხედრო შეიარაღებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით საფრანგეთის უარის მიზეზი, რუსეთის მიმართ შიშია.

ჟურნალისტმა ზელენსკის მიმართა კითხვით: როდესაც მეტ შეიარაღებას მოითხოვთ, პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ თავდასხმითი შეიარაღება როგორიცაა ტანკები წითელი ხაზია, რომელსაც უკრაინის პარტნიორები ვერ გადაკვეთენ. რატომ? ზელენსკიმ უპასუხა – „იმიტომ, რომ მათ რუსეთის ეშინიათ და ვინც პირველი ამბობს ამას, პირველ რიგში მას ეშინია“.

ამასთან, ზელენსკის თქმით, ბორის ჯონსონი არის ლიდერი, რომელიც უკრაინას უფრო მეტად ეხმარება.

„სიმართლე რომ ვთქვა, ჯონსონი არის ლიდერი, რომელიც უფრო მეტად გვეხმარება. ქვეყნების ლიდერები იმის მიხედვით მოქმედებენ, თუ როგორი ამომრჩეველი ჰყავთ. ამ შემთხვევაში ჯონსონი მაგალითია. ბრიტანეთი ნამდვილად ჩვენს მხარესაა. ისინი არ მოქმედებენ დაბალანსებულად. ბრიტანეთი ვერ ხედავს ამ ვითარებიდან ალტერნატიულ გამოსავალს. ბრიტანეთს სურს, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და რუსეთი დამარცხდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.