ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო
რუსეთმა აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის 57-ე დღის ბოლოს გავრცელებულ მიმართვაში გააკეთა.
„სამწუხაროდ, რუსეთმა უარყო წინადადება სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ეს ძალიან კარგად აჩვენებს, თუ როგორ ეპყრობიან რუსეთის ლიდერები ქრისტიანულ რწმენას, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს. მაგრამ ჩვენ იმედს ვიტოვებთ. ვიტოვებთ მშვიდობის იმედს, იმედს, რომ სიცოცხლე დაამარცხებს სიკვდილს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.