ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი შეტევის გაფართოებისთვის ემზადება, კიევმა და მისმა მოკავშირეებმა კი ეს არ უნდა დაუშვან
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი შეტევის გაფართოებისთვის ემზადება, კიევმა და მისმა მოკავშირეებმა კი ეს არ უნდა დაუშვან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი თქმით, ქვეყანას ომის ახალი ეტაპი ელოდება. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი შეტევის გაფართოებისთვის ემზადება, რაც კიევმა და მისმა მოკავშირეებმა არ უნდა დაუშვან და ეს გეგმა უნდა ჩაშალონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ხმელნიცკის ოლქში მესაზღვრეებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, უკრაინელი სამხედროები და მესაზღვრეები რუსეთის შეტევას, უკვე 800 დღეა, უწევენ წინააღმდეგობას. უკრაინის ლიდერის განცხადებით, უკრაინამ უნდა დაამტკიცოს, რომ ოკუპანტები ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიაღწევენ დასახულ მიზნებს.

მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვადინ სკიბიცკიმ „ეკონომისტთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია, შეტევა უკვე მაისში წამოიწყოს. მისივე ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია დამატებითი სამხედრო ძალების განთავსებას ახდენს დონეცკის, ხარკოვისა და სუმის ოლქებში. სკიბიცკის ცნობით, ყველაზე მძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება უკრაინის შეიარაღებული ძალების მსხვილი საყრდენი პუნქტი ჩასოვი იარი.