ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ივნისისთვის დამატებით სამასი ათასი სამხედროს მობილიზებას გეგმავს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ივნისისთვის დამატებით 300 ათასი სამხედროს მობილიზებას გეგმავს. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში ფინეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, უკრაინაში მობილიზაციის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზება საჭირო არ არის.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ჯერ არ არის მზად, თქვას, რამდენი ადამიანის მობილიზება იქნება საჭირო.