ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომის დასრულება ვლადიმერ პუტინთან მხოლოდ პირდაპირი დიალოგის საშუალებით არის შესაძლებელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ომის დასრულება ურთიუერთკომპრომისის საფუძველზე და ვლადიმერ პუტინთან მხოლოდ პირდაპირი დიალოგის საშუალებით არის შესაძლებელი. ამის შესახებ ზელენსკიმ „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, ზელენსკი პუტინის მუქარას, ბირთვული ომის თაობაზე, „ბლეფად“ მიიჩნევს.
„ერთია, იყო მკვლელი, მეორეა, ჩაიდინო სუიციდი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
„ბილდთან“ ინტერვიუში ზელენსკი საუბრობს, რომ ქვეყნის მოსახლეობა სასმელი წყლისა და საკვების დეფიციტს განიცდის.
მისი თქმით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა მარიუპოლის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, მელიტოპოლის, ვოლნოვახასა და ხარკოვის მიმართულებით. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ ქალაქებში ჰუმანიტარული კატასტროფაა.