ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ნატო-ს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ზამთრის განმავლობაში, განსაკუთრებით კი, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ნატო-ს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ზამთრის განმავლობაში, განსაკუთრებით კი, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს და უკან დახევა აიძულოს მოწინააღმდეგის ძალებს.
ამის შესახებ ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე დასასწრებად ბრიუსელში ჩასულმა ზელენსკიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„არსებობს პრიორიტეტები, საჰაერო თავდაცვითი სისტემები, სხვადასხვა საკითხი. ჩვენ გვჭირდება ისინი ძალიან კონკრეტულ გეოგრაფიულ წერტილებში ჩვენს მიწაზე, რათა შევინარჩუნოთ ენერგოქსელები, ხალხი, მარცვლეულის ტრანზიტი, მარშრუტი აფრიკისთვის, აზიისა და მსოფლიოსთვის. მნიშვნელოვანია შორი რადიუსის რაკეტები და შეიარაღება, სულ ერთია, როგორ ეძახით მას, პრობლემა იმაშია, როგორ იშოვით მას, რადგან საჭიროა ისინი ჩვენი მიწიდან რუსეთის გასაგდებად“, -განაცხადა ზელენსკიმ.