ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დონალდ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დონალდ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინა-ჩრდილოეთ ევროპის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, რეიკიავიკში ისაუბრა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ის მხარდაჭერის დაკარგვის რისკი, ზელენსკიმ უპასუხა: „ტრამპი ბევრს საუბრობს, მაგრამ მე არ მსმენია, რომ მას უკრაინისთვის მხარდაჭერის შემცირებაზე ესაუბროს“.

ზელენსკის თქმით, უკრაინა „ყველა რისკს აცნობიერებს“, რომელთაგან უმთავრესი აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება იქნება, თუმცა, მომავალი პრეზიდენტის ვინაობის მიუხედავად, იმედოვნებს კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერის შენარჩუნებას.

„უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა, ვფიქრობ, პუტინის დიდი გამარჯვება და დასავლეთის, დემოკრატიისა და თავისუფლების დამარცხება იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ და გამოთქვა ვარაუდი, რომ ტრამპს არ სურს პუტინთან დამარცხება.