ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება ქმნის შესაძლებლობას უკრაინაში ომის დასასრულებლად არაუგვიანეს 2025 წლისა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება ქმნის შესაძლებლობას უკრაინაში ომის დასასრულებლად არაუგვიანეს 2025 წლისა.
„ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში გვაქვს შესაძლებლობა, მოვლენები მშვიდობისა და მდგრადი სტაბილურობისკენ წავიყვანოთ. ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია ქმნის შესაძლებლობას, გავაკეთოთ ეს არჩევანი – არჩევანი გადამწყვეტი მოქმედებისთვის, რათა ომი დასრულდეს არაუგვიანეს 2025 წლისა“, – განაცხადა ზელენსკიმ უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტზე.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამის შესაძლებლობას გამარჯვების გეგმა იძლევა.
„ჩვენთვის ეს გამარჯვების გეგმაა, თქვენი ქვეყნებიდან თითოეულისთვის კი ეს არის საიმედო სტაბილურობის გეგმა. გეგმა სრულად როცა განხორციელდება, რუსეთი დაკარგავს ჩვენი და ევროპის დაშინების უნარს. ნოემბრამდე მზად იქნება დოკუმენტი, მშვიდობის ჩარჩო, რომელიც მოიცავს ომის სამართლიანი დასრულების დეტალურ პირობებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას პრეზიდენტ ბაიდენის ლიდერობის იმედი აქვს და ეყრდნობა ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის მხრიდან ძლიერ ნაბიჯებს ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის.