ვოლოდიმირ გროისმანი - თუ უკრაინაში ანტიკორუფციული სასამართლო ვერ შეიქმნება, თანამდებობას დავტოვებ
თუ უკრაინაში ანტიკორუფციული სასამართლო ვერ შეიქმნება, თანამდებობას დავტოვებ – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ვოლოდიმირ გროისმანმა განაცხადა.
ანტი-კორუფციული სასამართლოს შექმნის კანონპროექტს უკრაინის რადამ კენჭი მიმდინარე კვირაში უნდა უყაროს. სპეციალური სასამართლოს შექმნის კანონის მიღება საერთაშორისო სავალუტო ფონდის 17,5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის მოთხოვნაა.
გროისმანი ამბობს, რომ აღნიშნული პროგრამის გარეშე, უკრაინას დესტაბილიზაცია ემუქრება.