ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ამერიკელი სენატორებისთვის დახურულ ბრიფინგს გამართავს
დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელი სენატორებისთვის დახურულ ბრიფინგს გამართავს, – ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სენატორებს დღეს დახურულ ბრიფინგზე ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიმართავს.
სენატის პირველი პროცედურული კენჭისყრის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ზელენსკი სენატორებს გააცნობს უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და კიევის მხარდაჭერის საჭიროებას.
შუმერმა, რომელიც წარმოადგენს დემოკრატებს, თქვა, რომ მან მიიწვია ყველა სენატორი ბრიფინგზე დასასწრებად.
„ადმინისტრაციამ მოიწვია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რათა მიმართოს სენატორებს ხვალინდელი ჩვენი დახურული ბრიფინგის ფარგლებში, რათა მისგან პირდაპირ მოვისმინოთ, თუ რა დგას რეალურად ამ კენჭისყრის მიღმა“, – განაცხადა შუმერმა სენატის სხდომაზე.
მანამდე შუმერმა მოიწვია პირველი პროცედურული კენჭისყრა დამატებითი 106 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტზე, რომელიც შემოთავაზებული იყო აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ უკრაინის, ისრაელისთვის, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისთვის და ჰუმანიტარული მიზნებისთვის ღაზაში.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა მოუწოდა კონგრესს, მხარი დაუჭიროს თეთრი სახლის მოთხოვნას უკრაინის დამატებითი დაფინანსების შესახებ და კონგრესმენები გააფრთხილა, რომ ხმის მიცემაზე უარის თქმა დაეხმარება რუსეთის ფედერაციას.
სექტემბერში თეთრმა სახლმა კონგრესს სთხოვა დამატებით 106 მილიარდი დოლარის დაფინანსების პაკეტი, რომელიც შეიცავს 61 მილიარდ დოლარზე მეტით – უკრაინის, ასევე, საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსებას, აგრეთვე ისრაელისა და ტაივანის დახმარებას, მაგრამ ინიციატივა შეაჩერა ულტრამემარჯვენე რესპუბლიკელების წინააღმდეგობამ წარმომადგენელთა პალატაში, რომლის ახალი სპიკერი მაიკ ჯონსონი უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების გაყოფის წინადადებით გამოვიდა.