ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ბუჩაში ჩავიდა
ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ბუჩაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა.

პრეზიდენტი ადგილობრივებს ესაუბრა და მათთან საუბარში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში გენოციდს ახორციელებს.

„ბიბისის“ ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, არის თუ არა შესაძლებელი რუსეთთან მშვიდობის საკითხის განხილვა. ზელენსკის პასუხი ასეთი იყო – „დიახ, უკრაინას უნდა ჰქონდეს მშვიდობა. ჩვენ ვართ ევროპაში, 21-ე საუკუნეში. გავაგრძელებთ ძალისხმევას დიპლომატიური და სამხედრო თვალსაზრისით“, – განაცხადა ზელენსკიმ.