ვოლოდიმირ გროისმანი - უკრაინასა და საქართველოს შორის მიმოსვლის გამარტივების პროექტის ტექსტი ქართულ მხარეს უკვე გადავეცით
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც უკრაინას უწევს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა ვოლოდიმირ გროისმანმა ქართველ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, დღემდე დიდი სითბოთი იხსენებს საქართველოში ვიზიტს.
„ჩვენ მაშინ შევიმუშავეთ გარკვეული სამუშაო გეგმა, რომლითაც იმედია, განვაგრძობთ მუშაობას. ასევე ხაზს ვუსვამთ, რომ უკრაინისთვის საქართველოს მხარდაჭერა არის პრიორიტეტული. ძალიან ვაფასებთ ეკონომიკურ თანამშრომლობას. გარდა ამისა, ბოლო ვიზიტის ფარგლებში ვისაუბრეთ უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის მიმოსვლის წესების გამარტივებაზე ვისაუბრეთ. ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე შევიმუშავეთ შესაბამისი შეთანხმების პროექტის ტექსტი, რომელიც დეკემბერში გადავეცით ქართულ მხარეს“, – განუცხადა გროისმანმა ჟურნალისტებს.
უკრაინის პრემიერი დღეს ქვეყანაში ვიზიტით მყოფ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.