რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. რუსული მედიის ცნობით, ცეცხლი შეიარაღების საწყობებს მოედო, რამაც საბრძოლო მასალების დეტონაცია გამოიწვია.
თვითმხილველთა თქმით, ხანძარი სამხედრო ნაწილში ღამის პირველი საათისთვის გაჩნდა. ხანძრის ლიკვიდაცია, დაახლოებით, ოთხ საათში მოხერხდა.
როგორც ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა, ცეცხლი საგანგებო სიტუაციებისა და თავდაცვის სამინისტროების ძალებმა ჩააქრეს.
გუბერნატორის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.