რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში მე-19 გამოსასწორებელი კოლონიის პატიმრებმა მძევლები აიყვანეს.
რუსული მედიის ცნობით, შემთხვევა დისციპლინური კომისიის სხდომის დროს მოხდა.
ამჟამად მძევლად აყვანილთა გასათავისუფლებლად ოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველთა დანაყოფები.