„ვოლ სთრით ჯორნალი“ - ირანი აგზავნის დიპლომატიურ შეტყობინებას, რომ გეგმავს ისრაელის თავდასხმაზე კომპლექსურ რეაგირებას, რომელიც მოიცავს კიდევ უფრო მძლავრ ქობინებს და სხვა იარაღს
„ვოლ სთრით ჯორნალი“ - ირანი აგზავნის დიპლომატიურ შეტყობინებას, რომ გეგმავს ისრაელის თავდასხმაზე კომპლექსურ რეაგირებას, რომელიც მოიცავს კიდევ უფრო მძლავრ ქობინებს და სხვა იარაღს

ირანი აგზავნის დიპლომატიურ შეტყობინებას, რომ გეგმავს კომპლექსურ რეაგირებას ისრაელის თავდასხმაზე, რომელიც მოიცავს კიდევ უფრო მძლავრ ქობინებს და სხვა იარაღს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ირანმა განუცხადა არაბ დიპლომატებს, რომ მისი არმია ჩაერთვება ოპერაციაში, რადგან ისრაელის თავდასხმას ოთხი ჯარისკაცი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

სტატიის თანახმად, ირანის რეგულარული არმიის ჩართვა არ ნიშნავს იმას, რომ მისი ჯარები განლაგდებიან, მაგრამ „ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი“, რომელიც ჩვეულებრივ ისრაელის უსაფრთხოების საკითხებით არის დაკვებული, ამ შემთხვევაში მარტო არ იმოქმედებს.

პარალელურად, ეგვიპტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ირანმა ეგვიპტეს მიაწოდა ინფორმაცია „ძლიერი და კომპლექსური“ პასუხის შესახებ. ირანელის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ირანმა, შესაძლოა, ერაყის ტერიტორია გამოიყენოს ოპერაციის ნაწილისთვის და, სავარაუდოდ, ისრაელის სამხედრო ობიექტები იქნება სამიზნე, „მაგრამ ბევრად უფრო აგრესიულად, ვიდრე წინა ჯერზე“. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა, ალი ფადავიმ განაცხადა, რომ ისრაელზე თავდასხმა აუცილებლად განხორციელდება.