„უოლ სთრით ჯორნალი“ - ადმირალი ჩარლზ რიჩარდსი აცხადებს, რომ უკრაინის ამჟამინდელი კრიზისი მხოლოდ გახურებაა, დიდი კრიზისი ახლა მოდის და აშშ-ის სამხედროები მზად არ არიან
„უოლ სთრით ჯორნალი“ - ადმირალი ჩარლზ რიჩარდსი აცხადებს, რომ უკრაინის ამჟამინდელი კრიზისი მხოლოდ გახურებაა, დიდი კრიზისი ახლა მოდის და აშშ-ის სამხედროები მზად არ არიან

უკრაინის კრიზისი, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, მხოლოდ გახურებაა, დიდი კრიზისი ახლა მოდის და აშშ-ის სამხედროები მზად არ არიან, – „უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სტრატეგიული სარდლობის მეთაურმა, სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალმა ჩარლზ რიჩარდსმა განაცხადა.

როგორც მედია წერს, ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ აჩვენა, რომ აშშ-ის სამხედრო შეკავების ძალა მცირდება, რაც ძალიან ცოტა ადამიანს სურს, საჯაროდ აღიაროს.

ადმირალმა რიჩარდმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ინარჩუნებს უპირატესობას წყალქვეშა ნავებში.

„შესაძლოა, ერთადერთი რეალური ასიმეტრიული უპირატესობა ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ ესეც კი შეიძლება, გაქრეს, თუ ამერიკა არ დააჩქარებს ტემპს ტექნიკური პრობლემების გამოსწორებით და ახალი მშენებლობის დაწყებით. როგორც მე ვაფასებ ჩვენი შეკავების დონეს ჩინეთის წინააღმდეგ, გემი ნელ-ნელა იძირება. ის ნელა იძირება, მაგრამ იძირება, რადგან, ფაქტობრივად, ისინი თავიანთ შესაძლებლობებს სამხედრო სფეროში უფრო სწრაფად ახორციელებენ, ვიდრე ჩვენ“, – განაცხადა ჩარლზ რიჩარდსმა.