ვლადიმირ ზელენსკის თანაშემწე – უკრაინაში ჩატარებული ნებისმიერი გამოძიება გამჭვირვალე იქნება

15:36, 23.09.2019

უკრაინაში ჩატარებული ნებისმიერი გამოძიება გამჭვირვალე იქნება, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ, ანდრეი ერმაკმა გააკეთა.

„გარანტიას ვიძლევით, რომ ნებისმიერი გამოძიება, რომელიც ჩვენი ხელისუფლებების პირობებში ჩატარდება, იქნება გამჭვირვალე. ეს არის პრეზიდენტ ზელენსკის რეფორმების პროგრამის ფუნდამენტური პრინციპი“, – განაცხადა ანდრეი ერმაკმა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, 25 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრის დროს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს მოსთხოვა, გამოძიება დაწყებულიყო ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საქმეზე.

მსგავსი