ვლადიმირ ზელენსკის თანაშემწე - უკრაინაში ჩატარებული ნებისმიერი გამოძიება გამჭვირვალე იქნება
უკრაინაში ჩატარებული ნებისმიერი გამოძიება გამჭვირვალე იქნება, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ, ანდრეი ერმაკმა გააკეთა.
„გარანტიას ვიძლევით, რომ ნებისმიერი გამოძიება, რომელიც ჩვენი ხელისუფლებების პირობებში ჩატარდება, იქნება გამჭვირვალე. ეს არის პრეზიდენტ ზელენსკის რეფორმების პროგრამის ფუნდამენტური პრინციპი“, – განაცხადა ანდრეი ერმაკმა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, 25 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრის დროს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს მოსთხოვა, გამოძიება დაწყებულიყო ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საქმეზე.