უკრაინის არჩეულ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება.
პარლამენტის დადგენილებით, ინაუგურაციის ცერემონია საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში დილის 10:00 საათზე დაიწყება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 10 მაისს, ზელენსკიმ უკრაინის რადას ინაუგურაციის 19 მაისს ჩატარების თხოვნით მიმართა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.
მიმდინარე წელს, 19 მაისს, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება, რაც ინაუგურაციის თარიღის განსაზღვრის საფუძველი გახდა.