ვლადიმირ ზელენსკის გუნდის წევრები პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვის ინიციატივით გამოდიან
უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის გუნდის წევრები პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვის ინიციატივით გამოვიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა, რიგგარეშე სხდომა 18 ივლისს დაინიშნება.
„დღეს ჩვენ უკვე ვგეგმავთ რიგგარეშე სხდომის მოწვევას. ჩვენ მოვითხოვთ პარლამენტისგან მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც მისცემს საშუალებას უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოს ეფექტურად იმუშავოს, ასევე მოვითხოვთ უკანონოდ გამდიდრებული ჩინოვნიკების წინააღმდეგ კანონის მიღებას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსლან რიაბოშაპაკმა უკრაინულ ტელეკომპანია „112“-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, მოახლოებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიუხედავად, დეპუტატებმა უნდა განიხილონ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა.
უკრაინის უმაღლესი რადას ბოლო სხდომა 12 ივლისს გაიმართა. 21 ივლისს უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.