ვლადიმირ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას ევროკავშირის ლიდერები ულოცავენ
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ვლადიმირ ზელენსკის ევროკავშირის ლიდერები ულოცავენ.
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„როგორც უკრაინის პრეზიდენტს, შეგიძლიათ გქონდეთ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის იმედი უკრაინის რეფორმების გზაზე, მათ შორის კანონის უზენაესობის განმტკიცების, კორუფციასთან ბრძოლის, მაკრო-ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისა და ენერგო სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების გზაზე. მტკიცედ გვწამს, რომ ევროკავშირსა და უკრაინის მიერ ასოცირების შეთანხმების შემდგომი იმპლემენტაცია, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა, შესაძლოა, გახდეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ამ თვალსაზრისით. უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ თქვენ ასევე შეგიძლიათ იქონიოთ ევროკავშირი მუდმივი და უცვლელი მხარდაჭერა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, უკრაინის საპრეზიდენტი არჩევნებში მსახიობმა ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა. უკრაინაში ბიულეტენების 96 პროცენტის დათვლის შემდეგ, ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 73,14 პროცენტი აქვს. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პეტრო პოროშენკომ 24,53 პროცენტი მიიღო.