ვლადიმირ ზელენსკის ადმინისტრაცია რუსეთთან პატიმრების გაცვლას უარყოფს
ვლადიმირ ზელენსკის ადმინისტრაცია რუსეთთან პატიმრების გაცვლას უარყოფს

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ადმინისტრაცია რუსეთთან პატიმრების გაცვლას უარყოფს.

როგორც პრეზიდენტის ოფისში აღნიშნეს, პატიმრების გაცვლა ჯერ არ მომხდარა და პროცესი მიმდინარეობს. ამასთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურშიც განაცხადეს, დაკავებული პირების გაცვლასთან დაკავშირებით მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის პროცესის დასრულების შესახებ ინფორმაცია რუსულ და უკრაინულ მედიაში გავრცელდა. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში უკრაინის ახალმა გენერალურმა პროკურორმა რუსლან რიაბოშაპკამაც დაადასტურა. გვიან ღამით, მან დაწერა, რომ უკრაინელი მეზღვაურები, ოლეგ სენცოვი, ნიკოლაი კარპიუკი, ვლადიმირ ბელუხი, პაველ გრიბი სახლში მიფრინავენ.

„ეხო მოსკვის“ მთავარმა რედაქტორმა ალექსანდრ ვენედიქტოვმა დაწერა, რომ რუსეთიდან კიევში პატიმრები თვითმფრინავით გვიან ღამით ჩაიყვანეს.