ვლადიმირ ზელენსკიმ შესაბამის უწყებებს დაავალა, რომ ბელარუსთან ავიამიმოსვლა შეაჩერონ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ შესაბამის უწყებებს დაავალა, რომ ბელარუსთან ავიამიმოსვლა შეაჩერონ. ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მინსკის ინციდენტთან დაკავშირებით მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ამ საკითხს ხვალ მთავრობის სხდომაზე დააყენებს და სავარაუდოდ, სწორედ ხვალ გახდება ცნობილი, როდიდან შეაჩერებს უკრაინა ბელარუსთან ავიამიმოსვლას.
შეგახსენებთ, 23 მაისს მინსკის მოთხოვნით ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ ავიალაინერი ბელარუსის დედაქალაქის აეროპორტში დასვეს.
ბელარუსმა დისპეჩერებმა შეატყობინეს ირლანდიური ავიაკომპანიის ეკიპაჟს მათ ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ. მინსკში დაჯდომის შემდეგ, ბელარუსელმა სამართალდამცველებმა დააკავეს დამოუკიდებელი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი.