ვლადიმირ ზელენსკიმ რუსული სპეცსამსახურების 28 თანამშრომლისთვის სანქციების დაწესების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ რუსული სპეცსამსახურების 28 თანამშრომლისთვის სანქციების დაწესების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვისა საბჭომ მიიღო.
„შავ სიაში“ მოხვედრილ პირებს სამი წელი ეკრძალებათ უკრაინაში აქტივების გამოყენება, კაპიტალის გადარიცხვა, ტვირთების ტრანზიტი და პრივატიზაციის აუქციონებში მონაწილეობა. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, უკრაინამ რუსეთის ათასობით ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა სანქციები.