ვლადიმირ ზელენსკიმ ბოლო მოვლენები ტელეფონით აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან განიხილა
ვლადიმირ ზელენსკიმ ბოლო მოვლენები ტელეფონით აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ბოლო მოვლენები ტელეფონით აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან განიხილა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

ამასთან, ის გეგმავს ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბარს.

ამჟამად, უკრაინის პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომას მართავს.

„განვიხილე ბოლო საათების მოვლენები პრეზიდენტ ბაიდენთან. ვიწყებთ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომას. ასევე, დაგეგმილია საუბარი ბორის ჯონსონთან“, -წერს ვლადიმირ ზელენსკი.

სიენენის“ ინფორმაციით, ვლადიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენის სატელეფონო საუბარი 35 წუთს გაგრძელდა.

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.