ვლადიმირ ზელენსკი - ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტ ბაიდენის პირად როლსა და რეაქციას ქვეყნის აღმოსავლეთში ომის დარეგულირებაში
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტ ბაიდენის პირად როლს და რეაქციას ქვეყნის აღმოსავლეთში ომის დარეგულირებაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-რუსეთის პრეზიდენტების საუბარი დადებითად შეაფასა და თქვა, რომ დამატებით კომენტარს 9 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ გააკეთებს.
„მჯერა უკრაინის გამარჯვებაა, რომ აშშ ყოველთვის უჭერდა მხარს უკრაინას, ჩვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ჩვენ გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტ ბაიდენის პირად როლს და რეაქციას ქვეყნის აღმოსავლეთში ომის დარეგულირებაში. მჯერა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.