წლების შემდეგ რუს ერს ყირიმის გამო შერცხვება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„რუს ერს რამდენიმე წელიწადში შერცხვება, იმის გამო, რაც მოხდა. სამწუხაროდ, ეს ასეა. ყირიმის დაბრუნების გარეშე არ იქნება ერთიანობა და ნორმალური, ღია, მეგობრული ურთიერთობის შესაძლებლობა უკრაინელ და რუს ხალხებს, მომავალ თაობებს შორის. ეს შეუძლებელია. რადგან მეზობლები ვართ, ჩვენ „ამ ბინაში ვცხოვრობთ“ და გადასვლას არავინ აპირებს“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა.