ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინა პარტნიორების დახმარებით შეძლებს, უფრო წარმატებით დაიცვას საკუთარი თავი რუსეთისგან
უკრაინა პარტნიორების დახმარებით შეძლებს, უფრო წარმატებით დაიცვას საკუთარი თავი რუსეთის ფედერაციისგან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო-გამანადგურებელ ხომალდ „როსზე“ სტუმრობისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოდესის ოლქში სამუშაო ვიზიტის დროს ვლადიმირ ზელენსკიმ მოინახულა ამერიკული სამხედრო ხომალდი, რომელიც საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო სწავლებაში, „სი ბრეზსში“ მონაწილეობს.
უკრინის პრეზიდენტი ხომალდის აღჭურვილობას და შეიარაღებას გაეცნო და აშშ-ის მე-6 საზღვაო ფლოტის მეთაურს, ვიცე-ადმირალ, იუჯინ ბლექს გაესაუბრა.
„გვჯერა, ჩვენი პარტნიორების, აშშ-ის მხარდაჭერის წყალობით, როგორც ხმელეთზე, ისე წყალზე და ჰაერზე, ჩვენ შევძლებთ, უფრო თავდაჯერებულად დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.