ვლადიმირ ზელენსკი თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
ვლადიმირ ზელენსკი თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი 7-8 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავა.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრა უკრაინულ დიასპორასთან.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკი სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსსაც შეხვდება.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ სექტემბერში უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.