ვლადიმირ ზელენსკი - დიდმა ბრიტანეთმა 1.7 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის დახმარება გაგვიწია, რაც უკრაინის ფლოტის განვითარებაში დაიხარჯება, შევთანხმდით, რომ ერთობლივად გავაძლიერებთ უსაფრთხოებას შავ ზღვაში

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დამიდასტურა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აღნიშნულის თაობაზე საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი უკრაინიდან იუწყება.

ზელენკის თქმით, შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად გააძლიერებენ უსაფრთხოებას შავ ზღვაში.

„დიდმა ბრიტანეთმა 1.7 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობით დახმარება გაგვიწია. ეს თანხა დაიხარჯება უკრაინის ფლოტის განვითარებაში. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთობლივად გავაძლიერებთ უსაფრთხოებას შავ ზღვაში“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.