ვლადიმირ ზელენსკი - ჩემზე ზეწოლა შეუძლია მხოლოდ ჩემს ვაჟს, რომელიც ექვსი წლის არის
ვლადიმირ ზელენსკი - ჩემზე ზეწოლა შეუძლია მხოლოდ ჩემს ვაჟს, რომელიც ექვსი წლის არის

ჩემზე ზეწოლა შეუძლია მხოლოდ ჩემს ვაჟს, რომელიც ექვსი წლის არის, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ჟურნალისტის შეკითხვას ზეწოლასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა მასზე თითქოს სატელეფონო საუბრის დროს განახორციელა.

ვლადიმირ ზელენსკის თქმით, მასზე ზეწოლის განხორციელებას ვერავინ შეძლებს, რადგან ის დამოუკიდებელი უკრაინის პრეზიდენტია.

სატელეფონო საუბარს, რომლის დროსაც თითქოს დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა, დემოკრატიული პარტია პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის პროცესის დასაწყებად საკმარის მიზეზად მიიჩნევს.