ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინის ციხეებში მყოფი პატიმრები უახლოეს მომავალში სამშობლოში დაბრუნდებიან
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განიხილეს იმ მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება, რომლებიც სხედან საქართველოსა და უკრაინის ციხეებში.
როგორც ვლადიმირ ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იურიდიული პროცედურები უკვე მიმდინარეობს და ეს ადამიანი უახლოეს მომავალში დაბრუნდებიან სახლებში.
ამასთან, ზელენსკის თქმით, საქართველო უკრაინისთვის არის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
„დარწმუნებული ვარ, რომ კორონავირუსის პანდემიის მოუხედავად, წელს ჩვენ მოვახდენთ მნიშვნელოვან სავაჭრო ბრუნვას. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში ერთობლივი სამთავრობოთაშორისო, ქართულ-უკრაინული კომისია. ვცდილობთ, რომ მოვახდინოთ მისი აღდგენა და ჩავატაროთ მორიგი, მეათე სხდომა ამა წლის სექტემბერში. უნდა გავაძლიეროთ კოორდინაცია ადამიანთა შორის კონტაქტებისა და ტურიზმის სფეროში, განსაკუთრებით მიმდინარე პანდემიის პირობებში. დღის წესრიგში არის ვაქცინაციის შესახებ დოკუმენტების აღიარება, რომ გავაადვილოთ მოქალაქეებისთვის საზღვრების გადაკვეთა. კერძოდ, განვიხილეთ ასევე ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება სამშობლოში, რომლებიც სხედან ციხეებში საქართველოსა და უკრაინაში. ამასთან დაკავშირებით იურიდიული პროცედურები იქნება დასრულებული და ეს ადამიანები უახლოეს მომავალში დაბრუნდებიან სახლში“, – განაცხადა ზელენსკიმ.