ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროატლანტიკური კურსის მხარდასაჭერად ვიდეომიმართვების ჩაწერას გეგმავს
უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროატლანტიკური კურსის მხარდასაჭერად, ყოველდღიურად გეგმავს ვიდეომიმართვების ჩაწერას. ამის შესახებ ზელენსკიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ავირჩიეთ ევროპა, ერთმნიშვნელოვნად. გვსურს, რომ ევროპული სახელმწიფო ვიყოთ. ნატო – ეს არის უსაფრთხოება, არმიის მაღალი დონე. მსურს ქვეყნის გაერთიანება. ყოველ დღეს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებისთვის ვიდეოს ჩავწერ და ვეტყვი მათ: შეხედეთ, ნატო არ არის მტერი. მსურს, ხალხმა დაიწყოს ამაზე ფიქრი, ინფორმაციის მოპოვება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
იგი მზად არის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქვეყანაში რეფერენდუმი ჩაატაროს, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც ხალხი ამისთვის მზად იქნება.