უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი 10 ოქტომბერს პრესმარათონს გამართავს, რა დროსაც ჟურნალისტების შეკითხვებს მთელი დღის განმავლობაში უპასუხებს.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრესმარათონი კიევის ცენტრში ახალგახსნილი „ფუდმარკეტის“ ტერიტორიაზე გაიმართება.
ვლადიმირ ზელენსკის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პრეზიდენტს შეკითხვებს ჟურნალისტების 7-10-კაციანი ჯგუფებით დაუსვამენ, ჯგუფები ყოველ ნახევარ საათში შეიცვლებიან.