ვლადიმირ ვაისი - გიბრალტართან აუცილებლად უნდა მოვიგოთ
ვლადიმირ ვაისი - გიბრალტართან აუცილებლად უნდა მოვიგოთ
ვლადიმირ ვაისმა გიბრალტარის „ვიკტორიას“ სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა – საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მასპინძელ გიბრალტართან ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრისთვის გუნდის მზადებაზე ილაპარაკა.
 

„ხანგრძლივი მგზავრობა გამოგვივიდა. ადვილი თამაში არ იქნება, რადგან მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლით მატჩზე პირველად ვიქნებით ფავორიტის რანგში. ამასთან ერთად, გიბრალტარის ნაკრებსაც სურს აჩვენოს ხარისხი და გოლი გაიტანოს“, – ამბობს ვლადიმირ ვაისი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, ბევრი რამ შეტევის ხარისხზე იქნება დამოკიდებული: „ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვიმოძრავებთ მოედანზე და კონკრეტულად ხვალინდელი მატჩისთვის როგორ ვიქნებით ტაქტიკურად მომზადებული. შეტევაზე უკეთ უნდა ვიმოქმედოთ, ვიდრე გასულ შეხვედრებში. დანიისა და ირლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ფრედ ვითამაშეთ, მაგრამ ხვალ გოლი აუცილებლად უნდა გავიტანოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ“.

შეგახსენებთ, რომ გიბრალტარისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 15 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.