ვლადიმირ ვაისი – გიბრალტართან აუცილებლად უნდა მოვიგოთ
„ხანგრძლივი მგზავრობა გამოგვივიდა. ადვილი თამაში არ იქნება, რადგან მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლით მატჩზე პირველად ვიქნებით ფავორიტის რანგში. ამასთან ერთად, გიბრალტარის ნაკრებსაც სურს აჩვენოს ხარისხი და გოლი გაიტანოს“, – ამბობს ვლადიმირ ვაისი.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, ბევრი რამ შეტევის ხარისხზე იქნება დამოკიდებული: „ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვიმოძრავებთ მოედანზე და კონკრეტულად ხვალინდელი მატჩისთვის როგორ ვიქნებით ტაქტიკურად მომზადებული. შეტევაზე უკეთ უნდა ვიმოქმედოთ, ვიდრე გასულ შეხვედრებში. დანიისა და ირლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ფრედ ვითამაშეთ, მაგრამ ხვალ გოლი აუცილებლად უნდა გავიტანოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ“.